17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მიხეილ თათრიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მიხეილ თათრიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულის ადვოკატები და მეგობრები საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე და უსამართლო გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ.

მიხეილ თათრიშვილის მეგობრის, მინდია გოგოჭურის ინფორმაციით, დაკავებისას ის თათარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა გამოძიების ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებული დაკავებისას მარტო იმყოფებოდა.

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის თქმით, სამართალდამცველები მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები