17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
"არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკი არ შეიძლება"- ვიქტორ დოლიძე დავით უსუფაშვილს პასუხობს

მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და მის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

“ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ნათქვამები უკარგავენ პოლიტიკოსებს იმიჯს და მერე ნუ ეწყინებათ ხოლმე, რატომ ხალხმა არ მომცა ხმა. თუ ის, რასაც ახლა ამბობს, მართლა იყო მაშინ, რატომ მაშინ არ ამბობდა და რატომ არ გადადგა. ეს ამბავი ჰგავს დაგვიანებულ მიდევნებული ლამპარს,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მათ ჰყავთ ძალიან ძლიერი ერთიანი გუნდი და დავით უსუფაშვილის კომენტარზე განცხადებას არ გააკეთებს.

“ბატონი დავითის გამონათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ. მგონი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ აქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არის გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთიანი გუნდი და საკმაოდ კარგი და ამბიციური გეგმებით," - აღნიშნა ქუმსშიშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

"გავლენა, მოსაზრება და ავტორიტეტი არის ერთი თემა, მმართველობა არის მეორე თემა. დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ძლიერი ფიგურა, რომელსაც პატივს სცემენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე ვარ ამ მთვარობის ერთ-ერთი წარმომადგენელი  და აქედან გამომდინარე არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკი არ შეიძლება,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დღის ამბები