17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
რუსეთი თავისი არსით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - დავით რაქვიაშვილი

„მიზანი, რაც ჰქონდა რუსეთის ფედერაციას, არ შეცვლილა, ეს არის რეგიონის მილიტარიზაცია, შეირაღებული ძალების პოლიტიკური ამბიციების მიზნით გამოყენება. ეს გაცდა საქართველოს მასშტაბს, ლაპარაკია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე,“- ასე აფასებს კურიერის პირდაპირ ეთერში უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ქმედებებს. 

„ჩვენთვის ეს ნაბიჯები კიდევ დამატებით საფრთხეს შეიცავს. ეს ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს, არ იწყება არც საქართველოში, არც მხოლოდ შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაცია თავის სამხედრო ძლიერებას ზრდის, ეს მიმართულია ევროპული სტაბილურობის საწინააღმდეგოდ,“- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

დავით რაქვიაშვილის თქმით, რუსეთი თავისი არსით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. თუმცა საქართველოს ამ მიმართულებით მკაფიო წარმატება აქვს მიღწეული. 

რაქვიაშვილის თქმით, სახელმწიფომ საერთაშორისო დონეზე ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

"ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ეს არის დიპლომატიური, პოლიტიკური არხები გამოყენებულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით არის ეს ნაბიჯები გადასადგამი,“- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები