17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობა დავით ნარმანიას ჰქონდა - მამუკა ახვლედიანი თბილსის მერს აკრიტიკებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით.

„გადავეცით მათ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, დოკუმენტური დასაბუთება და ისინი დაგვპირდნენ, რომ გაეცნობიან ამ დოკუმენტაციას და მათ რეაგირება ექნებათ,“ - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

მამუკა ახვლედიანი დავით ნარმანიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისის მერი უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს.

„პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობა დავით ნარმანიას ჰქონდა იმ საკრებულოს სხდომაზე, როდესაც ეს საკითხიო ჩაგვიგდო და მისი განხილვა მართლაცდა არაკანონიერი გზით მოახდინა და საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილება არ გააუქმა. ამიტომ, აბსოლუტურად ყველა ზომას მივმართავთ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით, ასევე კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს და საქართველოს პროკურატურაც ასე სირაქლემის პოზიციიდან გამოვიდეს,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანის თქმით, ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს. ახვლედიანი სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავს. საკრებულოს წევრი თბილისის მერიას კვარტალური თანხების საკრებულოს ჩართვის გარეშე გადანაწილების მცდელობის გამოც აკრიტიკებს. 

დღის ამბები