17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა

მკვლელობა ვანში. სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ მამა-შვილს შორის არსებული კონფლიქტი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია მკვლელობის იარაღიც. გამოძიება საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები