17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, წითელი ცირკულარით ძებნა რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ ცოტა ხნის გამოცხადდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. აფხაზმა მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიმ გასული წლის 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩასთან მოკლა. 

დღის ამბები