17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
საკრებულოს ცალკეული წევრები პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ კორუფციულ გარიგებაში - ხათუნა სამნიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჯაბა სამუშიას აკრიტიკებს, რომელმაც კურიერის ეთერში აღნიშნა, რომ საჭიროა გონივრული ვადა, რის შემდეგაც ქალაქის მერი საკრებულოში მივა. მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემის შესახებ ინფორმაცია თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა.

„5 ოპოზიციური ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ვთანხმდებით, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც საუბარი არ დასრულდება,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

მისივე თქმით მერს პასუხისგება მოუწევს. მან ასევე დაამატა, რომ პროკურატურა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით განგებ აჭიანურებს გამოძიებას.

„ჩვენ მაგ მომენტისთვის, როდესაც დავაყენეთ განკარგულების გაუქმების, ბათილად ცნობის საკითხი, იმედი გვქონდა ოპოზიციურ ფრაქციებს, რომ საკრებულო არ იყო გარეული ამ საკითხში და შეცდომაში შეიყვანა მერიამ ის, როდესაც სრულფასოვნად დოკუმენტები არ წარადგინა და ასეც იყო. მაგრამ ამ რეაქციამ, რაც ჩვენ ამ სხდომაზე ვიხილეთ საკრებულოს წევრებისგან, ჩვენ დაგვარწმუნა, რომ საკრებულოს ცალკეული წევრები პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ კორუფციულ გარიგებაში და ბუნებრივია, მათი რეაქცია ასეთ ვითარებაში იყო ბუნებრივი,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლისგან თავის შეკავების გამო აკრიტიკებს და მან ასევე დაამატა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე „სრულიად უუნაროა.“ მისი თქმით, ოპოზიცია ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები