17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
მარტვილის რაიონში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა. დაკავებულებს ბრალი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინათ.

თავდამსხმელებმა სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს, ერთ-ერთი ქალბატონი კი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში მოხდა.

გამოძიებისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დღის ამბები