17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გამოსასვლელად ემზადება - მთავრობის დასწრების საკითხი კი კვლავ გაურკვეველია

პრეზიდენტი პარლამენტს ანგარიშით 7 აპრილს მიმართავს. დაესწრება თუ არა მთავრობა სრული შემადგენლობით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უცნობია. მინისტრებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი ჩავლენ თუ არა ქუთაისში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად.

უკვე ცნობილია ის თემები, რომელზეც გიორგი მარგველაშვილი გამოსვლაში გაამახვილებს ყურადღებას. რა ფორმატით შედგება პრეზიდენტის ანგარიშის განხილვა პარლამენტში ეს თემა ამჯერადაც აქტუალურია. რეგლამენტი კითხვა-პასუხს არ ითვალისწინებს, თუმცა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას ითხოვს ოპოზიცია. ოპოზიციას პირველ რიგში ის აინტერესებს, როგორ აპირებს გიორგი მარგველაშვილი თავად პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვას.

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, სავარაუდოდ, საქართველოს პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან.

 

დღის ამბები