17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
სტრასბურგის ანალოგი საკონსტიტუციო სასამართლოში - ახალ ინიციატივაზე მსჯელობა დაიწყო

ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედების ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონსტიტუციონალისტებმა, ნინო ბურჯანაძის პარტიამ და სახალხო დამცვლის აპარატმა წარადგინა. წინადადება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვას ითვალისწინებს.

ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა შემცირდება.

ინიციატივის ამოქმედების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოში დამატებით მოსამართლეთა ახალი კოლეგიის არჩევა უნდა მოხდეს და შემადგენლობა შესაძლოა 9 მოსამართლიდან 15-მოსამართლემდე გაიზარდოს. არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასაკის 30 წლიდან 35 ან 40 წლამდე გაზრდაც.

ახალ ინიციატივას ოპოზიცია მხარს არ უჭერს. ინიციატივის ხარვეზებზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა.

საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალი ვერსია კანონმდებლებს აპრილის ბოლოს უნდა წარუდგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები