17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
მიხეილ თათრიშვილის უფლებადამცველი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს

მიხეილ თათრიშვილი სასამართლომ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ 18 აბი ბუპრენორფინი, რომელიც ბრალდების საქმეში დევს, მას არ ეკუთვნის.

მიხეილ თათრიშვილი პოლიციამ სურამში დააკავა. ბრალდებულის დაკავების ოქმში წერია, რომ ის სურამში მარტო იმყოფებოდა, თუმცა განსხვავებულია ბრალდებულის მეგობრების პოზიცია. გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ინფორმაციით, დაკავებისას ის თათრაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულის ინტერესების დამცველის მტკიცებით, სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ირმა ჭკადუა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

მუხლი, რომლითაც თათრიშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ თათრიშვილისა და პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის სახელი კიდევ ერთ ხმაურიან საქმეს უკავშირდება. ისინი 2 თვის წინ საბურთალოს რაიონში უცნობმა პირებმა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა მიხეილ თათრიშვილის სახლთან მოხდა. დაკავებული არავინ არ არის, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები