17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.  არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა.

ყოფილი თანაგუნდელები დავით უსუფაშვილს დღეს იმ პერიოდს ახსენებდნენ, როდესაც მათი თქმით, არაერთ საკითხზე რჩევას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს თავად ეკითხებოდა. დავით უსუფაშვილის ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართული ოცნებაში, უსუფაშვილის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებენ.

ქვეყანაში რომ არაფორმალური მმართველობის პრობლემა ღიად დგას, ამაზე განცხადება დღეს ოპოზიციაშიც გაკეთდა. მათ მიაჩნიათ, რომ ჩრდილოვან მმართველობასა და ამით გამოწვეულ შეცდომებზე დავით უსუფაშვილს, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს უნდა ესაუბრა.

გარდა ამისა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაც დააანონსა.

დღის ამბები