17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
სესხების გალარების პროგრამა დასრულდა

სესხების გალარების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა, თუმცა ხელისუფლების მოლოდინი არ გამართლდა და სახელმწიფო სერვისით დოლარში მქონე სესხების მქონე მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილმა ისარგებლა.

სოციალური აქციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება პროგრამის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კრიტიკის საბაბი გახდა. მთავრობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

გალარების პროგრამა ექსპერტების ნაწილის აზრით ფინანსური სექტორის ინტერესს არ ემსახურებოდა. იმას, რომ გალარებით მეტმა მომხმარებელმა არ ისარგებლა საზოგადოება და ბანკებში ხელისუფლებასა და მომხმარებლებს შორის ცუდი კომუნიკაციით ხსნიან. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მოლოდინი თითქოს გალარების აქცია ლარის კურსზე აისახება მცდარია.

შეგახსენებთ, რომ გალარების ერთჯერადი პროგრამა მთავრობამ ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში გამოაცხადა. დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად უკვე მოქმედებს კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. ჯერჯერობით უცნობია აამოქმედებს თუ არა მთავრობა კიდევ ერთ დაანონსებულ სიახლეს და აიკრძალება თუ არა ქვეყანაში უცხოურ ვალუტაში ფასდადება.

დღის ამბები