17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონში დაწყებული მასშტაბური წვრთნები და ოფიციალური თბილისის დუმილი

საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსების პარალელურად მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მასშტაბურ წვრთნებს, მათ შორის, ზღვაზე ატარებს.

რუსი სამხედროების ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში მოულოდნელად გამოცხადებულ წვრთნებში მონაწილეობს. ჯარისკაცების მეორე ნაწილი კი გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საზენიტო-სარაკეტო სისტემის განთავსებითაა დაკავებული.

ოფიციალური თბილისი უკვე მეორე დღეა მოსკოვის მიერ ოკუპირებული რეგიონის გაძლიერებულ მილიტარიზაციას დიპლომატიური განცხადებებით პასუხობს.

მინისტრთა კაბინეტისგან განსხვავებით, უშიშროების საბჭოში დარწმუნებულები არიან, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია მიზნად საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლას ისახავს.

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის შესაჩერებლად ერთადერთ გზად პარტნიორების დახმარებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მიიჩნევს.

ოკუპირებული რეგიონების გაძლიერებული მილიტარიზაციის ფონზე მოსკოვმა სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურად, რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიებიც შედიან, კრემლმა ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. ის 1 წლის განმავლობაში სირიაში საბრძოლო ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები