17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
თეთრ სახლს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია

თეთრ სახლს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია. საქმე ჯონ სპაისერის განცხადებას ეხება, რომელმაც ბრიტანული დაზვერვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპ ტაუერის უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახური ფარულ მოსმენას ბარაკ ობამას დაჟინებული თხოვნით აწარმოებდა.

ამ ბრალდებას ლონდონში აბსურდული და სასაცილო უწოდეს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს ბოდიში მოუხადა.

ობამას ადმინისტრაციის მიერ ტრამპ ტაუერის ფარული მოსმენების ბრალდებები შეერთებული შტატების სენატმაც უარყო. დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტში განაცხადეს, რომ სპეცსამსახურებმა შესაბამისი მტკიცებულებები ვერ გამოავლინეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები