17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 30-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია მუშაობას იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 30-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია მუშაობას იწყებს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას.

თანამშრომლობის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები სპეციალურად ლაბორატორიის გახსნაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიაში მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სიახლეები და პროგრამები დაინერგება.

მოსწავლეებს და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კარგად შეისწავლონ და გაიღრმავონ ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში.

დღის ამბები