17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენებას მისცემს

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენებას მისცემს.

ჯეიმს კომის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დაკითხავენ. მოსმენა, სავარაუდოდ, 20 მარტს გაიმართება.

გავრცელებული ცნობით, კომიტეტის წევრები გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეკითხვებს დონალდ ტრამპის ბრალდებასთან დაკავშირებითაც დაუსვამენ. კითხვები შეეხება იმ საკითხსაც, რომ თითქოს საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მის სატელეფონო საუბრებს უსმენდა.

დღის ამბები