17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ოგიუსტ როდენის ანდრომედას მაისის ბოლოს პარიზის აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ

ოგიუსტ როდენის მარმარილოს შედევრს მაისის ბოლოს პარიზის აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ. ქანდაკება სახელწოდებით ანდრომედა 130 წლის განმავლობაში მადრიდში, ერთ-ერთ ესპანურ ოჯახში ინახებოდა.

1888 წელს როდენს მისმა მეგობარმა, პარიზში მცხოვრებმა ჩილელმა დიპლომატმა, თავისი ახალგაზრდა მეუღლის ქანდაკების შექმნა სთხოვა. გამოფენის შემდეგ კი ნამუშევარმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ მისი თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ კოლექციაში შეტანა მოისურვა.

დიპლომატმა დათმო ქანდაკება, რომელიც დღემდე პარიზის ორსეს მუზეუმში ინახება, სანაცვლოდ კი როდენისგან ანდრომედა მიიღო.

ვარაუდობენ, რომ ქანდაკება მილიონ ევროდ გაიყიდება.

დღის ამბები