17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის ორლის აეროპორტზე თავდამსხმელის ოჯახის წევრები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის ორლის აეროპორტზე თავდამსხმელის ოჯახის წევრები დააკავეს. საუბარია ეჭვმიტანილის მამასა და ძმაზე.

გამოძიება ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავს და ცდილობს, დაადგინოს, ჰყავდა თუ არა მოკლულს თანამზრახველები.

39 წლის მამაკაცი ორლის აეროპორტის სამხრეთ ტერმინალში სამხედროების საპატრულო ჯგუფს დაესხა თავს, თუმცა ის ადგილზევე მოკლეს. აეროპორტში მისვლამდე კი იმავე პირმა პარიზის ჩრდილოეთ რაიონში ცეცხლი გაუხსა სამ სამართალდამცველს, რომლებმაც მისი მანქანა შემოწმების მიზნით გააჩერეს. სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა, დამნაშავე კი მიიმალა.

მომხდარის შემდეგ ორლის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო, განხორციელდა 3 ათასამდე ადამიანის ევაკუაციაც. თავდასხმის დროს აეროპორტში საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნიკოლა ენიანიც, იმყოფებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები