17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება. ისინი კარვების გაშლას გეგმავდნენ.

დაზარალებული მოვაჭრეების თქმით, მათ კარავი მიჰქონდათ, თუმცა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა მათ კარავი წაართვა. ისინი ვარაუდობენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი პოლიციელი იყო. ისინი ამ ფაქტის შემდეგ კანცელარიასთან ლეიბების მიტანას აპირებდნენ, თუმცა მათ სამართალდამცველები გაჰყვნენ და ესეც ვერ განახორციელეს. 

დღეს მათ ნებართვისთვის მერიასაც კი მიმართეს. თუმცა იქ განუმარტეს, რომ მათ ამისთვის მერიის თანხმობა არ სჭირდებოდათ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი, კარვის არქონის მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ და პროტესტის გაგრძელებას მაინც გეგმავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები