17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ - ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს".

ეს განცხადება ფრანსუა ოლანდმა დღეს პარიზის აეროპორტ ორლიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ „საფრანგეთის სახელმწიფო მტკიცედ არის განწყობილი, დაუნდობლად ებრძოლოს ტერორიზმს, დაიცვას მოქალაქეებისა და საფრანგეთის ტერიტორიის უსაფრთხოება“. 

ამასთან, მან პოლიციელებს და სამხედროებს "გამოჩენილი მამაცობისა და ეფექტიანობისთვის" მადლობა გადაუხადა.   

"პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება, რათა გაირკვეს აღნიშნული ინციდენტის მოტივები და გარემოებები,“ - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. 


დღის ამბები