17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები და ინიციატივები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტი აღარ წარუდგენს. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, ამ უფლებას პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადააბარებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგობისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის კრიტიკის მიუხედავად, შესაბამისი საკონსტიტუციო წინადადება პარლამენტს დასამტკიცებლად საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.

ჯერ უცნობია, რა წესით მოხდება მომდევნო სახალხო დამცველის არჩევა, მას შემდეგ, რაც მოქმედს რამდენიმე თვეში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება. 

კვლავ ცხარე კამათის თემაა, რა წესით აირჩევენ საქართველოს მოქალაქეები მომდევნო მოწვევის დეპუტაციას და როგორ დაკომპლექტდება 2020 წლის პარლამენტი. 

შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობას უფლებამოსილება გაუფართოვდეს და დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის უფლება მიეცეს. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით კომისიას სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, მიმართა. 

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთებაა.

მმართველი პარტია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმულირების ჩანაწერი გაჩნდება კანონში.

უკვე ცნობილია, რომ მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისს განსაზღვრავს, კონსტიტუციაში აღარ იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები