17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი - დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედება იგეგმება

რესურსების სამართლიანად გადანაწილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპს იწყებს. სიახლე ბენეფიციარებისთვის კონკრეტული დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებას გულისხმობს, სადაც ძირითადი განმსაზღვრელი მოქალაქეების შემოსავალია.

ამოქმედებისთანავე პროგრამას, დაახლოებით, 32 000 მოქალაქე ავტომატურად გამოეთიშება, რადგან მათი ყოველწლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება. ყველაზე დიდი მიზნობრივ ჯგუფი, რომელსაც სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდება, 1700000 ადამიანს აერთიანებს.

თუ ბენეფიციარის ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური 40 ათას ლარს არ აღემატება, მაშინ ის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს შეზღუდული რაოდენობით მიიღებს.

სადაზღვეო კომპანიები შესაბამისი პაკეტების შეთავაზებისთვის ემზადებიან, თუმცა არ გამორიცხავენ რომ მათი პროდუქტი გაძვირდეს.

ბენეფიციართა კიდევ ერთი კატეგორია, რომელსაც სერვისები მნიშვნელოვნად შეიზღუდება, 1054000 ადამიანს აერთიანებს. 

ექსპერტები თვლიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სიახლეები ხარვეზებს შეიცავს და გადაწყვეტილების მიღებამდე ფართო დისკუსია უნდა გამართულიყო, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი კი პირველის წარუმატებლობის მაჩვენებელია.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ე.წ. მეორე ტალღა ჯანდაცვის მინისტრმა ორი დღის წინ დააანონსა.

დღის ამბები