17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ბათუმის მოვლენების განვითარება - მდგომარეობა საღამოს 8 საათიდან დამძიმდა

ბათუმის აქციაზე მდგომარეობა საღამოს 8 საათის შემდეგ ნელ-ნელა მძიმდებოდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კი მოქალაქეებს ამის საშუალება არ მისცეს.

ღამის 12 საათისთვის პოლიციის სამმართველოსთან სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. აგრესიულად განწყობილ მომიტინგეებს ბათუმის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზის ყუმბარებით უპასუხეს.

წესრიგის აღდგენის მიზნით, არცერთი სამართალდამცველი ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე არ გამოსულა. მომიტინგეთა ნაწილმა მოლოტოვის კოქტეილების დახმარებით სახელმწიფოსა და მოქალაქეების საკუთრებაში მყოფი ავტომობილების დაწვა დაიწყეს.

სპეცრაზმი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აგრესიულად განწყობილ აქციის მონაწილეებს 3 მხრიდან მიუახლოვდნენ, მომიტინგეების წინააღმდეგობას სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა. აქციის დაშლის პარალელურად პოლიციელებმა მთავარ სამმართველოში ის დაკავებული მომიტინგეები გადაიყვანეს, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს.

დილის 7 საათისთვის ბათუმის დასუფთავების სამსახურმა ქალაქის ცენტრალური უბნების დამწვარი მანქანებისგან და განადგურებული ინფრასტრუქტურისგან გაწმენდა დაიწყო.

ზღვისპირა ქალაქზე 9-საათიანი დარბევისა და ძალადობის შემდეგ კონტროლი პოლიციამ გადაიბარა.

დღის ამბები