17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ალბათ, საპასუხო გზავნილი იყო პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე - მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე, კურიერთან პოლიციის ინტერესზე საუბრობს. ადვოკატის თქმით, თათარიშვილი იყო შეშინებული.

ადვოკატის თქმით, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ამბობდა, რომ ვერ გაბედეს, მისთვის ჩაედოთ ნარკოტიკი და ამიტომ ეს განახორციელეს მის მეგობარზე.

„ალბათ, საპასუხო გზავნილი იყო პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე,“ - აღნიშნა ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ.

მარიკა ფხალაძე პრეზიდენტის შვილთან, ანა მარგველაშვილთან, ერთად დღეს სურამში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მიხეილ თათარიშვილი ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეები არიან შეშინებულები. მათ განმარტება ორმა თანამშრომელმა მისცა. მათ გარდა, მათთან კიდევ ორ მამაკაცს უნდა ესაუბრა, თუმცა საბოლოოდ მათ უარი თქვეს, რადგან პოლიციის ეშინიათ. ადვოკატის თქმით, 2 მოწმის განცხადებით, მათ პოლიციელები დაემუქრნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები