17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
ვფიქრობ, რომ უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები - კოტე ჩოკორაია

„პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო კომისია ალბათ, საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები აღარ იქნება საქართველოში,“ - ეს განცხადება საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, კოტე ჩოკორაიამ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა.

კოტე ჩოკორაია ვახტანგ ხმალაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რთული იქნება ქართულ რეალობაში იმ მოდელის ამუშავება, როდესაც საუბარია პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების მეშვეობით კოლეგიის შექმნაზე.

 

დღის ამბები