17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
ეს არის მიზნობრიობასთან მიახლოების მცდელობა, მაგრამ ეს არ არის მიზნობრივი დაზღვევა - ირაკლი ყიფიანი საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპზე საუბრობს. ირაკლი ყიფიანის თქმით, ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული ღარიბებზე და დღევანდელ რეფორმებს, გარკვეულწილად, პოზიტიურად აფასებს.

„მთავრობა ეფექტური იქნებოდა იმ შემთხვეაში, თუ 4 წლის წინ სხვა ქვეყნის მაგალითებზე უკვე გაუმართლებელი მოდელის დანერგვას არ დაიწყებდა,“ - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

მან შაბათის კურიერში აღნიშნა, რომ შემოსავალი არ არის განმსაზღვრელი, მიზნობრიობის განსაზღვრა შემოსავლების და საჭიროების მიხედვით ხდება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოწყვლად ჯგუფში სტუდენტები და მასწავლებლები შეიყვანა.

„მთავარი იქნებოდა, რომ სწორი ბაზის ფორმირებაზე ესაუბრა ხელისუფლებას, სწორად განესაზღვრა მიზნობრივი ჯგუფი, რადგან მსგავსი ტიპით განსაზღვრული ჯგუფი ეს არის მიზნობრიობასთან მიახლოების მცდელობა, მაგრამ ეს არ არის მიზნობრივი დაზღვევა,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

მან აღნიშნა, რომ გადახარჯვა ხდებოდა, რადგან ჯანდაცვის მართვის მოდელი შეიცვალა. მისი თქმით, არსებულ მოდელში კერძო სადაზღვეო კომპანიების ინტეგრირება უნდა მოხდეს და მათ მართვის უფლება სრულად უნდა გადაეცეს. 

დღის ამბები