17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
მილიონზე მეტ ადამიანს შეუმცირდება ის პაკეტი, რაც საყოველთაო ჯანდაცვიდან ჰქონდა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„გაჭირვებულს უნდა მივცეთ უფრო მეტი, მაგრამ ახლა რაც ხდება რეფორმებით, მოხდება ის, რომ სამაგიეროდ მილიონზე მეტ ადამიანს შეუმცირდება ის პაკეტი, რაც საყოველთაო ჯანდაცვიდან ჰქონდა,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის რეფორმით მილიონზე მეტ ადამიანს შეუმცირდება ის პაკეტი, რაც საყოველთაო ჯანდაცვიდან ჰქონდა.

„ის, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში სისტემა იყო გაუმართავი და დადგა მისი შეცვლის აუცილებლობა, ამას ყველა აღიარებს და მთავრობამაც აღიარა. 4 წელია, მთავრობას ამას ვეუბნებით, რომ ეს პროგრამა დიდხანს ვერ გაქაჩავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში 100 მილიონიანი გადახარჯვა ჰქონდა ქვეყანას, ამას უძლებდა წინა წლებში, სანამ წინა წლების ეკონომიკური ზრდა მოჰყვებოდა ქვეყანას, რაც ჩვენი მთავრობის დროს იყო, მაგრამ ეკონომიკურად ისე დაიქცა ქართული ოცნების პირობებში, სერგეენკოს უთხრეს, რომ 660 მილიონი უნდა იმყოფინოო. ის 4 წლის განმავლობაში ქართულ ჯანდაცვას მართავდა, როგორც მართავდა ბიძინა ივანიშვილის საჩხერის საავადმყოფოს,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები