17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ჩვენ უნივერსალური ჯანდაცვის მოდელი უნდა ავაშენოთ - სანდრო ურუშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე, მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ დღემდე ჯანდაცვის ახალი პროგრამის დოკუმენტი არ გაუსაჯაროებიათ.

შაბათის კურიერის ეთერში სანდრო ურუშაძემ აღნიშნა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ამ ინიციატივის შესახებ ხარჯები არ არის გაწერილი.

„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ მოხდება ადამიანებისთვის ან ჩართვა ან დაბრუნება საყოველთაო დაზღვევაში. ეს მექანიზმი არ არის გარკვეული,“ - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

დაზღვევის ბიზნესზე საუბრისას სანდრო ურუშაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკაზეა სადაზღვეო ბიზნესის არსებობა დამოკიდებული. მისი თქმით, ყველა მოქალაქეს სამედიცინო მომსახურებაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს.

„ჩვენ, აუცილებლად, უნივერსალური ჯანდაცვის მოდელი უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ იმ ფორმით, რომ მოვახერხოთ მაქსიმალურად ეფექტური მოხმარება და ხარჯვა იმ ფინანსური რესურსების, რომელიც მცირეა,“ - განაცხადა სანდრო ურუშაძემ. 

დღის ამბები