17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ღარიბი ადამიანები მიზნობრივ ჯგუფებს აფინანსებენ - რომან გოცირიძე

„1,7 მილიონი ადამიანის რაოდენობის მიზნობრივი ჯგუფები რეალურად ფინანსდება მილიონ 150 ათასი დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების მხრიდან, ღარიბი ადამიანები აფინანსებენ მიზნობრივ ჯგუფებს,“ - ამის შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, ჯანდაცვის ახალი პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს უამრავი მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს სახელმწიფოს კლინიკების მიმართ.

ეკონომისტის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცვლილებები ეკონომიკურმა, ფინანასურმა ფაქტორებმა განაპირობა. მისი თქმით, ეს იყო უკიდურესად ხარჯიანი პროექტი. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მოდელი არის კიდევ უფრო რთული სამართავი. 

„ამ პროგრამის კრახი განაპირობა უზომო ხარჯებმა და მისმა უმართაობამ. ის ახალი მოდელი, რომელიც შემოდის, არის უფრო რთული, მძიმე სამართავი და გამოიწვევს ქაოსს. უკეთესობა გამოიხატება იმაში, რომ 2 ახალი სიახლე გაჩნდა - მიზნობრიობა, გამოიყო ჩვენს ქვეყანაში და მოსახლეობაში ადამიანთა მიზნობერივი კატეგორია, რომელიც უფრო მეტად საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ კატეგორია არის ბევრი. ამ კატეგორიების შიგნით ადამიანების დიფერენციაცია იქნება ძნელი. მეორე დადებითი ის არის, რომ მოსახლეობა დაიყო სოციალურად დიფერენცირებულ ჯგუფებად, მაგრამ მენეჯმენტს ესეც ართულებს,“ - აღნიშნა გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები