15 მაისი 2024,   23:39
ვრცლად
ლეგენდარული მუსიკოსი ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში 90 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკოსი - ჩაკ ბერი გარდაიცვალა. როკ-ენ-როლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მისურიში, საკუთარ სახლში დაიღუპა. ჩაკ ბერის გარდაცვალებას მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმა როკ-ენ-როლის ეპოქის დასასრული უწოდეს.

მუსიკოსმა კარიერა 50-იანების წლების დასაწყისში ერთ-ერთ კლუბში სიმღერით დაიწყო და მალევე მოიპოვა აღიარება. 1984 წელს ჩაკ ბერის მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის გრემით დააჯილდოვეს, ორი წლის შემდეგ კი ის გახდა პირველი მუსიკოსი, რომელსაც როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. გარდაცვალებამდე მომღერალი და გიტარისტი ახალ ალბომზე მუშაობდა. კრებული სახელწოდებით ჩაკი გაყიდვაში ოქტომბერში 91 წლის იუბილესთვის უნდა გამოსულიყო.

დღის ამბები