16 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
ბავშვთა სამყრაოს ხანძრის შედეგად დაზარალებულები ამ წუთებში პარლამენტის წინ იკრიბებიან

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები ამ წუთებში პარლამენტის წინ იკრიბებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია-კომპენსაცია და საბანკო ვალდებულების შეჩერება.

აქციის მონაწილეებს უერთდებიან იურისტები. ადგილზე იმყოფება ზაზა ხატიაშვილიც. ასევე მათ უერთდებიან საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ღია ცის ქვეშ გაატარა ღამე ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილმა.

კომპენსაციის მოთხოვნით მოვაჭრეები ორ კვირაზე მეტია შიმშილობენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. 

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები