19 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
დევნილებისთვის ბინების გაცემის თაღლითური სქემა და წლობით რიგში მდგომი იძულებით გადაადგილებული პირები

დევნილები, სახელმწიფოსგან ახალი ბინების გადაცემას ელოდებიან. წესები ყველამ იცის, ბინებს დევნილები სპეციალური ქულებისა და კომისიის მიერ შედგენილი სიის მიხედვით მიიღებენ. რამდენიმე მათგანს საკუთარმა რიგმა უკვე მოუწია, თუმცა ბევრ ოჯახს ბინის გადაცემაზე უარი უთხრეს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები არ გამორიცხავენ, რომ დევნილთა სამინისტროსგან ბინების მოსყიდვა ნაცნობობით ან რაიმე სხვა სახის თაღლითური სქემით, შესაძლებელია.

სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები იქ აღარ მეორდება, თუმცა თვითონ დევნილები ასე არ ფიქრობენ. ეჭვებს ის უღრმავებთ, რომ სახელმწიფო მათ უარს ეუბნება საცხოვრებლის გადაცემაზე მაშინ, როდესაც მათზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი და ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი სამინისტროსგან უკვე დაკმაყოფილებულია ბინით.

კორუფციული გარიგების ფაქტები სახელმწიფო უწყებაში გამოძიებამაც დაადასტურა. სამინისტროსგან წერილობით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 6 შემთხვევა იყო, როდესაც დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ, თაღლითური სქემით, თანხა გამოსძალეს.

დევნილთა სამინისტროს, ბოლო წლების განმავლობაში, გამოუვლენია თაღლითობის შემთხვევები, თუმცა დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ლათიბაშვილის თქმით, თაღლითობის არცერთ შემთხვევაში, რომლებიც დევნილთა სამინისტრომ გამოავლინა, კვალი სამინისტროს თანამშრომლებამდე არ მისულა.

ავტორი: ლაშა კვესელაძე. 

დღის ამბები