19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
ზუგდიდში, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილები  - იძულებით გადაადგილებულები უსამართლოდ განაწილებულ ბინებზე საუბრობენ

დევნილები, რომელთაც ცხოვრება გაუსაძლის პირობებსა და თითქმის დანგრევის პირას მყოფ შენობებში უწევთ ცხოვრება - მათი დიდი ნაწილი ბავშვებთან ერთად თავს ნესტიან, ნახევრად ჩამოშლილ კედლებს აფარებს. 

ბევრ ბინაში, რომელიც  დევნილებს სახელმწიფომ  გადასცა ახლადაშენებულ კორპუსში, საცხოვრებლად არც გადასულან. დევნილები სახელმწიფოს მიერ მათთვის გაცემულ ბინებს ყიდიან და აქირავებენ.

ბევრ სახლს ფანჯრიდანაც ეტყობა, რომ დევნილების ნაწილი, რომლებთაც სახელმწიფომ კანონის თანახმად ბინები იმიტომ აჩუქა რომ მათი სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ახლადაშენებულ კორპუსში საცხოვრებლად არც გადასულან. ეს იმ ფონზე, როდესაც ბევრ მათგანს ცხოვრება ნესტსა და სიცივეში, მოზარდებთან ერთად უწევთ ცხოვრება, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა ახლავს თან.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

დღის ამბები