17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ოპოზიცია ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ეთანხმება

ე.წ. მოსმენების კანონპროეტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ქვეყნის მთავარსარდლის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია აფასებს. ისინი იზიარებენ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტის ვეტომ ნათელი გახადა, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური პრინციპების უხეშ უგულებელყოფით კიდევ უფრო მეტად გაზარდა და განუსაზღვრელი გახადა სუს-ის შესაძლებლობა ჩაერიოს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში,“ - აცხადებს მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე.

თავისუფალი დემოკრატები ფიქრობენ, ე.წ. მოსმენების კანონის დღევანდელი ვარიანტი ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველა ადამიანის უკონტროლოდ მოსმენა და თვალთვალი შეუძლია.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა უპრობლემოდ დაძლევს და ამ ქმედებით ისინი საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას გვერდს უვლიან.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათ არაფრად ჩააგდეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დასცინეს იმით, რომ ანალოგიური კანონი მიიღეს და თქვეს, რომ თითქოს გათვალისწინებულ იქნა ის, რაც დაგვავალა საკონსტიტუციო სასამართლომ,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზე ისინი გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები