17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ხანძარი საგარეჯოს რაიონში - ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის დროს მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღეს 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა.

გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ოჯახის წევრები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. ბავშვები თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებული, მათი დედა კი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოფლის გამგებლის ინფორმაციით, სახლს ცეცხლი ამავე სოფელში მცხოვრებმა მამაკაცმა წაუკიდა, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მოხუცმა მამაკაცმა ამ ინცინდენტის შემდეგ, თივის ზვინს ცეცხლი წაუკიდა და თავის მოკვლა სცადა, თუმცა, იგი მძიმე დამწვრობით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

საგამოძიებო უწყებებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. 

დღის ამბები