17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილის აზრით, კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები მოქალაქეების ჩართულობის გარეშე არ უნდა მოხდეს

„უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებას ეხება, მოქალაქეების ჩართულობის გარეშე არ უნდა მოხდეს,“ - ეს განცხადება პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრას ამ დრომდე მართავს. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო.

„მე მიმაჩნია, რომ უკვე როდესაც ასეთ საკითხთან გვაქვს საქმე, უნდა ვმონაწილეობდეთ ყველა, საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც აზრი, შეხედულება და იდეა გაგვაჩნია კონსტიტუციასთან, იმ ძირითად წესთან მიმართებაში, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები