17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
ანა არის ზრდასრული მოქალაქე ამ ქვეყნის და მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია - გიორგი მარგველაშვილი მის შვილზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას თავისი შვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე ისაუბრა. ანა მარგველაშილმა თავისი მეგობრის დაკავება პრეზიდენტის განცხადებებს დაუკავშირა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი შვილი ზრდასრული და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც მას არ შეუძლია აუკრძალოს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

„ყოველთვის ასე ვასწავლიდი და ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ ძალიან პრინციპულები, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი ან მათი ახლობლის უფლება ირღვევა. შესაბამისად, ანა არის ზრდასრული მოქალაქე ამ ქვეყნის და მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. საერთოდ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ქვეყანა ვერ შედგება, თუ ნებისმიერი მოქალაქე არ იბრძოლებს თავისი და თავისი ახლობლების უფლებებისათვის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები