17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ჩვენ შეგვიძლია რეალურად მივიღოთ კარგი კანონები დისკუსიის შედეგად - გიორგი აბაშიშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადების შესახებ საუბრობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი უმრავლესობასთან დიალოგის ინიციატივით გამოდის.

„გასაგებია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ მიიღო ქართულმა ოცნებამ, გასაგებია, რომ 76 ხმას ადრე კოალიციურად აგროვებდა და ახლა მარტო შეუძლია ამის მოგროვება, გასაგებია, და ადრე თქმულა, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ რატომ გვჭირდება ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რეალურად მივიღოთ კარგი კანონები დისკუსიის შედეგად,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კურიერის ეთერში გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა 10 დღიანი ვადა გამოიყენა ბოლომდე, რადგან მიმდინარეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები. 

გიორგი აბაშიშვილი ანა მარგველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტის შვილი მისი მეგობრებისთვის ნარკოტიკების ჩადებას გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უკავშირებს. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ანა მარგველაშვილმა თავისის პოზიცია დააფიქსირა ისე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ამბებისგან პოლიტიკისგან თავისუფალმა სტრუქტურებმა თავი მაქსიმალურად შორს უნდა დაიჭირონ.

 

დღის ამბები