17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
მე უშუალოდ ვმონაწილეობდი ასეთი მესიჯბოქსების შედგენაში - ნინო გოგუაძე

„მე უშუალოდ ვმონაწილეობდი ასეთი მესიჯბოქსების შედგენაში,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ, კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის განმარტავს, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მესიჯებს ფრაქციის წარმომადგენლები ერთად ადგენდნენ და შემდგომ აგზავნიდნენ პარლამენტში.

„მართალი რომ გითხრათ, ქართული ოცნება არ არის შემჩნეული ამის დისციპლინირებულად შესრულებაში. ნაციონალები გაცილებით უფრო კვალიფიციურად იცავდნენ მესიჯდისციპლინას,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ცენტრალიზებული მესიჯი შედგებოდა, რადგან, მისი თქმით, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სწორედ ხელისუფლება იბრძოდა. ნინო გოგუაძის აზრით, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური სტრუქტურები არ უნდა იყოს, რათა ინსტიტუტებს განვითარების საშუალება ჰქონდეთ.

„ეს ნიშნავს, რომ იმას, რასაც ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ პროკურატურა არ არის დეპოლიტიზირებული, ის არის პოლიტიკური პროკურატურა, რომ სუს-ი არ არის დეპოლიტიზირებული, ისე, როგორც კონსტიტუციის მიხედვით უდნა იყოს დეპოლიტიზირებული. თუ ისინი იღებენ პოლიტიკურ მესიჯებს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება მათი პოლიტიზირება და ეს არის ძალიან ცუდი,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები