17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
ნინო გოგუაძის აზრით, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ს" ან დაუმალა ინფორმაცია, ან უკანა თარიღებით ცდილობს თავის გამართლებას

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დაკომპლექტების საკითხზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს. იგი აცხადებს, რომ რუსთავი 2 -ის საქმის განმხილველი მოსამართლეების სიას საზოგადოება ძალიან დიდი ინტერესით ელოდებოდა, თუმცა ის 27 თებერვლამდე უცნობი იყო.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს, უზენაესი სასამართლო ვებ-გვერდზე გაჩნდა ჩანაწერი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დიდი პალატა ჯერ კიდევ პირველ დეკემბერს დაკომპლექტდა.

„ყველამ ერთად ვიცოდით, მათ შორის რუსთავი 2-ის ადვოკატების მეშვეობით, რომ ჯერ დიდი პალატა არ იყო დაკომპლექტებული. ყოველ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოდან ასეთი შეტყობინებები ისმოდა, ასე რომ, აქ 2 შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ შეიძლება დაუმალა უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ს, რაც ასევე კანონის დარღვევაა, ან მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო დიდი კანონდარღვევა არი ის, თუ სტრასბურგის სასამართლოს გამო უკანა რიცხვით დაიწყეს რაღაცების გამართლება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ის აღნიშნავს, რომ საინტერესო იქნება თუ შესაბამისი პირები ამ საკითხზე განმარტებებს გააკეთებენ და შედეგად, ყველას პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

დღის ამბები