17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
„ხელისუფლება ცდილობს, კორუმპირებულ დავით ნარმანიას ხელი დააფაროს," - თამაზ შოშიაშვილი

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრი თამაზ შოშიაშვილი ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით, კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ "შორს არის იმ აზრისგან, რომ დავით ნარმანიამ თვითონ გადაწყვიტა, ასეთ გარიგებაში შესულიყო.“

„შეუძლებელია ამ საკითხის სამართლებრივი შესწავლის შემდეგ, არ დარჩეს შთაბეჭდილება და არ მიიღო გადაწყევტილება, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. კორუფციული გარიგება, რომელიც დაავალეს დედაქალაქის მერიას. ეს უნდა გამოიკვლიონ სამართალდამცავმა ორგანოებმა და ამის შემდეგ უკვე უნდა დადგეს ფაქტი, თუ რატომ მოხდა მილიონი ლარის ამოღება დედაქალაქის მოსახლეობის ჯიბიდან და ამ მილიონი ლარის გადასროლა კორუფციული მიზნებისთვის,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისი თქმით, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო და სხვა ფრაქციები საკრებულოს ოპოზიციიდან, აპირებენ, რომ ეტაპობრივად, როგორც პროკურატურასთან მუშაობას, ასევე სხვა ორგანოებთან, რომლებმაც უნდა შეისწავლონ აღნიშნული საქმე.

„ხელისუფლება ცდილობს, კორუმპირებულ დავით ნარმანიას ხელი დააფაროს. ეს არის ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ დამალოს მორიგი კორუფციული სკანდალი,“ - აცხადებს შოშიაშვილი.

 

 

დღის ამბები