17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
ირაკლი ნადირაძის აზრით, ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის ფაქტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დავით ნარმანიას უნიჭო შესრულება იყო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემული ქონების თაობაზე საია-ს მიერ გაკეთებული პრეზენტაცია კურიერის პირდაპირ ეთერში შეაფასა.

საია-ში უსაფუძვლოდ მიაჩნიათ მერიის პოზიცია, რომ ნაზღაიძეს გადაუდებელი საჭიროების მიზეზით ჩამოერთვა ქონება, რადგან იმ დროისთვის ქონების მესაკუთრე არა ზვიად ნაზღაიძე, არამედ საქართველოს ბანკი იყო.

ირაკლი ნადირაძის აზრით, ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის ფაქტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დავით ნარმანიას უნიჭო შესრულება იყო.

„თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, რომ ეს უკავშირდება სწორედაც რუსთავი 2-ის მოსამართლის ოჯახის წევრისთვის ქონების გადაცემას, მე ძალიან ვთხოვ, რომ ყველანი გაეცნონ ამ პრეზენტაციას და კითხვები მათ აღარავის აღარ დარჩება. დიახაც, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი, რომ დაეშინებინათ ყველა მოსამართლე, მოესყიდათ  ყველა მოსამართლე და ეს დავალება, დავით ნარმანიამ, როგორც ყოველთვის, უნიჭოდ შეასრულა,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ის აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმის მთავარი მონაწილე პროკურატურაა, შესაბამისად, მას არ სჯერა, რომ პროკურატურა ორგანო ამ საქმეს გამოიძიებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ერთ ადამიანს, ერთ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს უზურპირებული აქვს სრულიად ყველა სახელმწიფო სტრუქტურა,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები