17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
მე მექრთამეებთან საბოდიშო არაფერი არ მაქვს - ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებაზე საუბრობს

საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში გეგმავს. საქალაქო სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს ბოდიშის მოხდა და 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

„მე მექრთამეებთან საბოდიშო არაფერი არ მაქვს, ჯერ საინტერესოა, რომ თვითონ ეკა ბესელია 20 ათას 500 ლარად აფასებდა თავის მორალს და ღირსებას და სასამართლომ მთლად ჩამოუგდო ეს ფასი და 100 ლარად შეაფასა ეკა ბესელიას ღირსება. მე ვაპირებ, რომ გავასაჩივრო, მე გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში როგორც წესი და რიგია, შემდეგ ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ ვაპირებ, რომ გავასაჩივრო უზენაესში და ა.შ. ყოველ შემთხვევაში მე მიმჩნია, რომ ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო ამ მოსამართლემ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები