17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ძლიერი ქარი და წაქცეული ხეები - თბილისის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

დედაქალაქის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისი სამსახურები ძლიერი ქარის გამო სხვადასხვა უბნებში შექმნილ პრობლემებზე მუშაობენ. მერიამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

"თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.

"თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222."

დღის ამბები