17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
რუსთავში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

გადახდილი სახურავები და მოგლეჯილი ხეები - ძლიერმა ქარმა ქალაქ რუსთავში პრობლემები შექმნა. 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. კორპუსთან რუსთავის მერი დავით ჯიქია მივიდა. სახურავი რუსთავის კიდევ რამდენიმე კორპუსს დაუზიანდა.

სპორტის ქუჩის #2-თან კი ქარმა ორი ფიჭვის ხე მოგლიჯა. ამ ეტაპზე ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული, რომლებიც ქარისგან მოგლეჯილი ხისგან გზის სავალ ნაწილს ათავისუფლებენ. 

გარდა ამისა, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს მე-12, მე-17, მე-19 მიკრორაიონებს და მიმდებარე კერძო დასახლებას. ელექტროგადამცემი ბოძია წაქცეული ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზეც. 

მერიის შესაბამის სამსახურში ამ დროისთვის 7 შეტყობინებაა შესული.

 

დღის ამბები