17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
"საია" პროკურატურას ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემაზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

არასამთავრომო სექტორის კიდევ ერთი დასკვნა მოსამართლე ნაზღაიძის მილიონიან ქონებას უკავშირდება. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს ამ საქმით.

იურისტები ფიქრობენ, რომ მერიასა და ნატა ნაზღაიძის ძმას შორის წინასწარი შეთანხმება არსებობდა. გარიგებაში მონაწილეობას უარყოფს მოსამართლის ძმა, თუმცა ამავე განცხადებაში ზვიად ნაზღაიძე აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ მერიამ მას სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა, მის საკუთრებაში იყო.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საგამოძიებო უწყებაში ორი განცხადებაა შესული, მათგან ერთ-ერთი საკრებულოს ოპოზიციის წევრების ხელმოწერით.

საია-ს მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაციაზე ხელისუფლებაც იყო მიწვეული, თუმცა არც მერიისა და საკრებულოს მმართველი გუნდიდან არავინ მისულა.

სახელისუფლებო გუნდის არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილისთვის, რომელიც მოსამართლის ოჯახსა და მერიას შორის არსებულ გარიგებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევა შესაძლოა, იმ მასალებს დაემატოს, რომელიც პროკურატურაში მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის შესახებ არის შესული.

დღის ამბები