17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
მოსამართლეების დანიშვნა - კანონპროექტის ახალი ვარიანტი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი

მესამე სექტორის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას პარტიების ნაწილიც არ გამორიცხავს. ოპოზიცია მმართველ გუნდს დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

საკონსტიტუციო კომისიის ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება უნდა შეენარჩუნებინათ. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, ეს უფლება პრეზიდენტს აღარ ექნება.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახელების იუსტიციის საბჭოსადმი გადაცემით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შესრულდება.

ოპოზიციის არგუმენტით კი, რომ არა პოლიტიკური ინტერესი, ქართული ოცნება სპეციალისტების შეთავაზებას გაიზიარებდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების უფლებას საბჭოსთან ერთად პრეზიდენტსაც დაუტოვებდა.

საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობას არასაპარლამენტო ოპოზიციის მკვეთრი წინააღმდეგობა ელოდება. პარტიების ნაწილი აპრილში კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული ახალი რედაქციის პროექტი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.

დღის ამბები