რუსთავი 2 ფართომასშტაბიან საინფორმაციო პროექტს უერთდება. გადაცემა სხვა შუადღე რუსულ მითების გაქარწყლებას ამჯერად სპეციალურ რუბრიკით შეეცდება და მორიგ ჯერზე შეახსენებს მაყურებელს, რა სარგებელი მოაქვს რეალურად ევროპას და მის ღირებულებებს. ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია ინტეგრაცია- გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩაატარებს. ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე მომზადდება სოციალური კლიპებიც, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერით გავა.
ვისაც დამატებითი არგუმენტები სჭირდება იმისთვის, რომ რუსულ ბაზარს, რომლიც პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით იხურება და იხსნება სტაბილური ევროპული ბაზარი სჯობს, ვებ პორტალი ევროპა საქართველოსთვის მასალებს მოამზადებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საინფორმაციო კამპანიით ძალა ევროპაშია, საქართველოს რაიონულ ცენტრებს და სოფლებს მოივლის 20-მედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად. ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ამ მასშტაბური სამოქალაქო კამპანიის პროექტის პარტნიორები საქართველოში USAID და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტია.