17 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა - ოპოზიციას მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს

მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა მმართველი გუნდისგან განსხვავებით პრიორიტეტულია ოპოზიციისთვის. რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ნაციონალური მოძრაობა ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს ერთობლივი განცხადება მიიღონ.

ოპოზიციური ძალა შეთავაზებას სამოქალაქო სექტორსაც უკეთებს. ამის მიზეზი ბოლო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. სამხედრო ძალების რუსულ თავდაცვის უწყებასთან გაერთიანებაა. ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ ქართული თემატიკა საერთაშორისო ასპარეზიდან თანდათან ქრება, შესაბამისად, მცირდება დეოკუპაციის შანსიც.

დეოკუპაციის თემაზე კონსულტაციებისთვის მზად არის ევროპული საქართველო, თუმცა, უმცირესობა რეზოლუციის საკუთარი პროექტის დარეგისტრირებას აპირებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ რუსული აგრესიის გამოვლინებაზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია აქვს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ ოკუპაცია და ქვეყნის ანექსია ზეპარტიული თემებია და ყველა პარტიას მოუწოდებენ ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდნენ.

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანებას ხელი გასულ კვირას მოაწერა. რუსულ მედიაში უკვე ღიად საუბრობენ, რომ პუტინი იმ პროცესის დასრულებას გეგმავს, რომელიც ცხინვალის რუსეთთან მიერთებას გულისხმობს.

დღის ამბები